- როგორია თქვენი ემოციური ფონი და რას ნიშნავს ვაჟა თარხნიშვილისთვის ეს თანამდებობა?
- 1999 წელს, როცა "შერიფში" ჩავირიცხე, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ გავიდოდა დრო და ამ კლუბის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დავინიშნებოდი.
ჩემთვის ეს არის დიდი პატივი და პასუხისმგებლობა, რადგან "შერიფი" ტრადიციული, ამბიციური კლუბია. მას გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს.
ჩვენ ახლა მესამე ადგილი გვიკავია მოლდოვის ჩემპიონატში. ეს, რა თქმა უნ
ცარიელ ნიადაგზე არ მოვსულვარ, მაგრამ ის კიდევ უფრო უნდა გავანოყიეროთ და წარმატებებიც მოვა. 17 წელია, "შერიფი" ბევრს აღწევს ევროპასა და მოლდოვაში. ახლა ეს ესტაფეტა უნდა გადავიბაროთ და გუნდს ახალი გამარჯვებები მოვუტანოთ.
- რა ცვლილებებს გეგმავთ გუნდში? მომავლის გეგმებიც გაგვანდეთ...
- ცვლილებები გლობალური არ იქნება. საკუთარი მოსაზრება მაქვს მარკეტინგზე, შიდასაკლუბო პროცესებზე, ქომაგებთან ურთიერთობაზე... ჩვენთვის მთავარია, გულშემატკივარი დავაბრუნოთ ტრიბუნაზე.
მინდა, ახალი წლის მერე შევხვდე "შერიფის" ქომაგებს და მათთან ერთად ვიმსჯელო გუნდში მიმდინარე პროცესებზე.
- "შერიფი" კვლავ უმაღლეს მიზნებს დაისახავს?
- გვინდა, კიდევ მეტი გამარჯვება მოვიპოვოთ. ჩვენ მუდამ უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძვით. ახლა კი, ლამაზი სიტყვების ნაცვლად, საქმის კეთების დროა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"