პავლოვი თარგამაძეს: დავით, თუ ვინმე გაისვრის, ისევ სახლში წახვალ?

AutoSharing Option
მარიუპოლის "ილიჩევეცის" მთავარი მწვრთნელის, ნიკოლაი პავლოვის განცხადებით, მისი გუნდისა და ქართველი ლეგიონერის, დავით თარგამაძის გზები საბოლოოდ გაიყარა.

"თარგამაძე დონეცკის "შახტართან" მოსალაპარაკებლად იყო ჩამოსული და კლუბის გენერალურ დირექტორთან, პალკინთან ერთად დამირეკა.

"დავით, თუ ვინმე გაისვრის, ისევ შინ წახვალ? შენი იმედი როგორ მქონდეს?" - ვუთხარი მე მას.

"თარგამაძემ მომიგო, რომ მას მშობლები არ უშვებდნენ მარიუპოლში. თუ ის ზრდასრული ადამიანია, მაშინ თავად უნდა გადაწყვიტოს, სად ითამაშებს. რა აზრი აქვს კონტრაქტის გაგრძელებას, თუ მისი იმედი ყოველ წამს
არ გვექნება? თარგამაძე საქართველოში წავიდა და ჯერ არ ვიცი, სად გააგრძელებს კარიერას", - თქვა პავლოვმა.

"ლელომ" სულ ცოტა ხნის წინ შემოგთავაზათ ინტერვიუ თბილისში მყოფ დავით თარგამაძესთან. მას რამდენიმე ვარიანტი აქვს, მათ შორის, ბულგარული "ლუდოგორეცისა", თუმცა საბოლოო არჩევანი ჯერ არ გაუკეთებია (იხილეთ ინტერვიუ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
სამწუხაროა, ძალიან მიყვარდა იქრი და თარგამაძე, მაგათ ყველა თამაშს ილიჩოვეცში ინტერნეტში ვუყრურებდი და მიხაროდა მათი წარმატება და ნიჭიერება და ის რომ საქართველოს ასახელებდნენ. მაგრამ ახლა მრხვენია მათ გამო. ძალიან სამწუხაროა მაგრამ მათი თავშიავარდნილი ვიგინდარული გამოხტომების გამო თავი დაიღუპეს. თარგამაძე უვეკ ჩამოვწერე. მაგისგან ნორმალური ფეხბურთელი აღად დადგება. ოქრიმ თუ ჭკუას მოუხმო კიდე აქვს შანსი რო საშუალო დონეზე ითამაშოს, მაგრამ არ ეტყობა მაგას ჭკუასთან რო მეგობრობდეს...
რატი
01 იანვარი 2015 16:19
0
თარგამაძე,ოქრიაშვილი და ბევრი სხვა ქართველი ფეხბურთელი საჭიროებენ ფსიქიკურ დახმარებას,ისინი ფსიქიკურად და ფსიქოლოგიურდ გაუწონასწორებლები არიან და ამიტომ ხდება მათ თავს ის, რაც ხდება.
roma
01 იანვარი 2015 13:53
0
ისე მამუკი სიცხეს ხოარ გაიზომავდი კარგი იქნება შენი ჯანმრთელობისთვის
beqa
01 იანვარი 2015 03:29
0
პირველ რიგში ყველას გილოცავთ ახალ წელს.
მთლად ყველაფერში ვერ დავადანაშაულებ, მაგრამ საინტერესოა რამდენმა უცხოელმა ფეხბურთელმა დატოვა მარიუპოლი უსაფრთხოებიდან გამომდინარე? (თუ ჰყავდათ უცხოელი ფეხბურთელი).
მეორე მომენტი ის არის, რომ თუ მართლაც არ არის უსაფრთხო იქ ყოფნა და მართლაც ისეთი სიტუაციაა, რომ იქ არ დაიდგომება, მაშინ ფეხბურთელმა რა ქნას, ფეხბურთი ითამაშოს, თუ ავტომატით ირბინოს? ამ შემთხვევაში, მას რომ ეთქვა მე აქ მშვიდად ვერ ვარ და მივდივარო ეს საქციელი ეპატიებოდა, ფეხბურთი ითამაშო სხვა ქვეყანაში ავტომატის კაკანის და დაბობმბვის ქვეშ ეს ძალიან რთულია, მაგრამ თუ ასეა საქმე "მშობლები არ მიშვებენ" რა პონტია? ეს რა ვაჟკაცობაა? პირდაპირ ვიტყოდი, მე ფეხბურთი უნდა ვითამაშო და ეს აქ შეუძლებელიაო და არც არავინ დაძრახავდა, მაგრამ....... ბიჭს ეტყობა მართლაც შეეშინდა და ვერ თქვა, რომ მეშინია და მივდივარო, ამიტომაც მშობლები მოიმიზეზა. მოკლედ, სამწუხაროდ დიდ უდისციპლინობასთან გვაქვს საქმე....
გულშემატკივარი
01 იანვარი 2015 01:14
0
სირცხვილი თარგამაძეს, სირცხვილი ოქრუაშვილს, იმისთვის რომ უდისციპლინონი არიან, და მათ გამო ახალგაზრდა ბიჭებზე ევროპას ინტერესი დაეკარგა..შემომაქვს წინადადება ,ის ფეხბურთელი ვინც დისციპლინის გამო სამშობლოს შეარცხვენს , დაისაჯოს ნახევარი წლის ხელფასით, და მაგალითი იქნება ყველასთვის., ასევე დაისაჯოს მისი გამზრდელი მწვრთვნელი.
მამუკი
31 დეკემბერი 2014 22:27
0
თარგამაძე არასერიოზული კაცი და ზარმაცი სპორტსმენია...
status quo
31 დეკემბერი 2014 21:50
0
ეს კრიტიკა კაი იცით ადექით ბევრს რო ტლიკინებთ წადით ომში ფეხბურთი ითამაშეთ.თქვენზე უკეთ იცის იქ რა ხთება და მიტო არ უნდა წასვლა
lasha
31 დეკემბერი 2014 15:53
0
მწვრთნელი მართალია, რა დროს დედიკო და მამიკოა, კაცი პროფესიონალურ გუნდშიადა კონტრაქტი აქვს გაფორმებული.ვი ჭირდება ეგეთი სპორტსმენი, აქ გარეთ, ან შიგნით.
მიკი
31 დეკემბერი 2014 13:24
0
კიდე სად არ გიშვებენ მშობლები დავით? ასეთი "კაცების" იმედზეა ნაკრები?
del piero 10
31 დეკემბერი 2014 13:10
0
პავლოვ ამაზე უკეთესი ვინ გყავს გუნდში ****
ae
31 დეკემბერი 2014 12:07
0

სიახლეები პოპულარული