3-4-3 ტაქტიკურ სქემაში გურამ კაშია ცენტრალური მცველია, ხოლო ვაკო ყაზაიშვილი მარცხენა ნახევარმცველი.
აღსანიშნავია, რომ გუნდის კაპიტან კაშიას ფანების 67%-იანი მხარდაჭერა აქვს, ხოლო ყაზაიშვილს - 100%-იანი. ასეთი მხარდაჭერა გუნდში ქართველის გარდა მხოლოდ ერთ ფეხბურთელს აქვს.
ამასობაში "ვიტესი" სეზონის განახლებისთვის მომზადებას იწყებს - ორშაბათს გუნდი ესპანეთში გაემგზავრება. პირველი ვარჯიში კი გუნდმა დღეს ბაზაზე ჩაატარა.
9 იანვარს ალიკანტეში "ვიტესი" ამხანაგურად "ანდერლეხტს" გაეჯიბრება.