goal.com: თემურ ქეცბაია მზად არის "ნიუკასლ იუნაიტედი" ჩაიბაროს

AutoSharing Option
ყველაზე პოპულარული საფეხბურთო საიტი goal.com წერს, რომ თემურ ქეცბაია დაინტერესებულია "ნიუკასლ იუნაიტედის" გაწვრთნით.

"საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი თემურ ქეცბაია, რომელმაც "სენტ ჯეიმს პარკზე" 1996-2000 წლები გაატარა, ამბობს, რომ მოხარული იქნება, უკან დაბრუნდეს და ალან პარდიუს შემდეგ "ნიუკასლ იუნაიტედი გადაიბაროს.

პარასკევს პარდიუმ "ნიუკასლი" ლონდონის "კრისტალ პალასზე" გაცვალა, "ჯორდები" კი ახალ ბოსს ეძებენ და სიაში სამი კაცია ფავორიტი სტივ მაკლარენი, რემი გარდი და ჯონ კარვერი, ამჟამინდელი დროებითი თავკაცი.

ქეცბაია, რომელიც გვიან 90-იან წლებში "ნიუკასლში" თამაშობდა, "ანორთოსისს" წვრთნიდა და ეს გუნდი ჩემპიონთა
ლიგაზე გაიყვანა. გარდა ამისა, მას "ოლიმპიაკოსი" და საქართველოს ნაკრები გაუწვრთნია.

46 წლის სპეციალისტი იმედოვნებს, რომ მისი CV საკმარისად კარგია იმისთვის, რომ "ნიუკასლი" ჩაიბაროს. მას "ნიუკასლთან" ერთად ტიტული არ მოუგია, ჯამში პრემიერლიგის 78 თამაშში, 8 გოლი გაიტანა.

აი, რა უთხრა ქეცბაიამ The Sunday Sun-ს:

"ეს ის კლუბია, რომელიც ძალიან ახლოსაა ჩემ გულთან. აქ გატარებული 4 წელიწადი ჩემთვის ძალიან კარგი გამოცდილება იყო. დიდი სიამოვნებით დავბრუნდებოდი. ჩემი აზრით, "ნიუკასლი" ის გუნდია, რომელიც ახლოს უნდა იყოს პრემიერლიგის ტოპკლუბებთან და შეეძლოს ტიტულისთვის ბრძოლა.

"ნიუკასლი" იმსახურებს ამას. ვინც არ უნდა მიიღოს ეს სამუშაო, ეს იქნება დიდი შესაძლებლობა მისთვის. ვფიქრობ, ძალიან ბევრ კარგ მწვრთნელს სურს "ნიუკასლის" ჩაბარება.

არა მგონია, რომელიმე მენეჯერი აკონტროლებდეს კლუბში საქმეების 100 პროცენტს, ეს დრო წავიდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს დიდი პრობლემა არც არის - "ნიუკასლში" ისედაც კარგი ფეხბურთელები არიან. თუკი კლუბში ყველა თავის საქმეს კარგად აკეთებს, რა პრობლემაა".

ქეცბაია მზად არის უფრო სუფთა სამწვრთნელო საქმეებით შემოიფარგლოს "ნიუკასლში" და სხვა საკლუბო საკითხებში არ ჩაერიოს. შეგახსენებთ, რომ პარდიუ სწორედ ამით იყო უკმაყოფილო, მას სატრანსფერო პოლიტიკაში ნაკლებად ახედებდნენ".

თემურ ქეცბაიამ საქართველოს ნაკრები ნოემბერში დატოვა და განაცხადა, რომ მზადა, ისევ საკლუბო ფეხბურთით დაკავდეს".
მკითხველის კომენტარები / 14 /
საქარტველოს ნაკრები ხომ ააყვავა ახლა ნიუკასლი დარჩა
რევაზი
16:36 04-01-2015
0
ოჰ ღმერთო, რა ცოდოა ეს ადამიანი, სულ დაკარგა რეალობის გრძნობა; ნუთუ ვერ ხვდება, რომ საქართველოს ნაკრებში ჩადენილი სიგიჟეების შემდეგ მისი სამწვრთნელო კარიერა დასრილდა?.
levani kaxeti
19:16 04-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული