ამირან სანაია "პარიზის" ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
ქართველი მცველი ამირან სანაია "პარიზის" ფეხბურთელი გახდა. კლუბმა თავისუფალი აგენტი ქართველი, რომელიც დეკემბერში ლიგა 2-ის "შატორუში" ისინჯებოდა, სეზონის ბოლომდე დაიმატა.

25 წლის მარცხენა მცველს საქართველოს ნაკრებში 6 მატჩი აქვს გამართული. ის 2007 წლიდან საფრანგეთში თამაშობს: "ლე მანში", "ბასტიაში" და "ლუზენაკში".

სანაია უგუნდოდ იმიტომ იყო, რომ მისი გუნდი "ლუზენაკი" ლიგა 2-ში არ დაუშვეს და ეს კლუბი დაიშალა.

"პარიზი" ნასიონალ დივიზიონის (რანგით მესამე ლიგა) ლიდერია 15 თამაშიდან 32 ქულით და ლიგა 2-ში გადასვლისთვის იბრძვის.
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა ხალხი ვართ ეს ქართველები,ყველას ვაგინებთ არ მოგვწონს რომ ევროპაში თამაშობს.ის უნდა ვიფიქროთ რომ ასეტი ფეხბურთელი ნაკრებს უფრო გამოადგება და გამოვიყენოთ თქვე კაი ხალხო,მიდიძმაო წარმატებები
zuzu66
13:09 06-01-2015
0
კარგი ფეხბურთელია,ნიჩიერი და შრომისმოყვარე. ნებისყოფა აქ მაგარი. წარმატებები ძმაო )))
roma 22
16:43 05-01-2015
0

სიახლეები პოპულარული