თემურ ქეცბაიას შანსები "ნიუკასლის" მწვრთნელობაზე მკვეთრად გაიზარდა

AutoSharing Option
ნიუკასლის გაზეთმა Evening Chronicle-მა გამოაქვეყნა ინგლისელ ბუკმეკერთა ფსონები "ნიუკასლ იუნაიტედის" მომავალი მწვრთნელის ვინაობაზე.

მართალია, ფავორიტები სხვები არიან, მაგრამ ბოლო დღეებში მკვეთრად გაიზარდა ქართველი სპეციალისტის, თემურ ქეცბაიას შანსი. თუკი აქამდე ქეცბაიას "ნიუკასლში" დანიშვნაზე 33/1 იღებდნენ ფსონებს, ახლა მისი ფსონი 10/1-ზეა (Sky Bet), ზოგიერთ კანტორაში კი ქართველის შანსებს კიდევ უფრო მეტად აფასებენ - 7/1 და იქ ფავორიტთა შორის ქეცბაია მესამეა.

Sky Bet-ის ფსონებით, "დერბის" მწვრთნელი სტივ მაკლარენი კვლავ აშკარა ფავორიტია - 2/1. შემდეგ მოდის რემი გარდი - 6/1. ქეცბაიაზე ოდნავ წინ არიან
გლენ ჰოდლი
და ტიმ შერვუდი, თუმცა ამ ორის დანიშვნა, გაზეთის აზრით, თითქმის გამორიცხულია.

ზუსტად ქეცბაიას დარი შანსები აქვს ჯონ კარვერს, "ნიუკასლის" დროებით თავკაცს.

The Guardian-ი წერს, რომ მიუხედავად ქეცბაიას საგრძნობი დაწინაურებისა - დიდი შოკი იქნება, თუკი ის მართლა მიიღებს "ნიუკასლის" მთავარი მწვრთნელის ვაკანტურ ადგილს.

ფავორიტთაგან მაკლარენი საჯაროდ უარყოფს "ნიუკასლით" დაინტერესებას, ხოლო გარდი ამ თანამდებობის მიღებაზე თანახმაა.

ამასობაში, incyprus-ი წერს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ნათამაშებმა აპოელ-მა მწვრთნელი გიორგიოს დონისი გაუშვა. ახლა მის ადგილზე სამი სპეციალისტის კანდიდატურას განიხილავენ: ესპანელების, ლუის მენდილიბარის და მიჩელის და თემურ ქეცბაიასი.
მკითხველის კომენტარები / 6 /
არც მე მჯერა,თუმცა მაინც წარმატებებს ვუსურვებ,იქნება მოჰდეს სასწაულთა სასწაული....ეეეეჰ,რა ვიციიიი,ისე,ერთი წამით წარმოიდგინედ,თემე ნიუკასლის მწვრთნელია და პრესკონფერენციაზე წამოუხტა იქაურ ჟურნალისტებს და დატოვა სტუდია.....ძაღლი შინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო! ცოტა დააჭირე ერთ ადგილს თორე დაგაჭერენ,მანდაც კიარ დაგიწყებენ ჩვენსავით მოფერებას
davidbe
09:56 08-01-2015
0
გრიშა--
სპონსორობის ტ-ი თუ გვაქვს ჩვენი გუნდები უნდა დავასპონსოროთ, ინგლისელები ისედაც კარგად არიან.
აზერბაიჯანს ტყუილად ედრებით--მათი ბიუჯეტი ჩვენსაზე დაახლოებით ათჯერ დიდია.
ფერნანდო
19:40 07-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული