პოლონელი ჟურნალისტი: "გურნიკში" ორი ქართველი ისინჯება

AutoSharing Option
პოლონელი სპორტული ჟურნალისტი პაველ ბალცერეკი თავის "ტვიტერზე" წერს, რომ პოლონეთის უმაღლესი დივიზიონის გუნდ "გურნიკში" (ვენჩნა) ორი ქართველი ისინჯება.

"გურნიკი" ამჟამად 24 ქულით მე-11 ადგილზეა. მის ოფიციალურ საიტზე წერია, რომ შეკრებაზე იმყოფება რამდენიმე ფეხბურთელი ტესტებზე და მათ შორის ორი უცხოელია.

5 იანვარს "ტვიტერზე" ბალცერეკი მათ გვარებს ასაჯაროებს. ესენია: გიორგი ალავერდაშვილი და ზურაბ ცისკარიძე.

გიორგი ალავერდაშვილი 27 წლის ფორვარდია და ამ სეზონში რუსთავის "მეტალურგში" თამაშობდა (8 თამაში, 1 გოლი). მანამდე ის "სამტრედიაში", ლიტვურ კლუბებსა და რუმინულ "გაზ მეთანში" გამოდიოდა.

ზურაბ ცისკარიძე 28
წლისაა და ამერიკის მოქალაქეა. მას პერმის "ამკარში" უთამაშია, ბოლოს კი ეს მცველი "ბანგკოკ კლასში" (ტაილანდი) გამოდიოდა.

"გურნიკი" შეკრებაზე თურქეთში წავიდა. წაიყვანა თუ არა გუნდმა ტესტებზე მყოფი ქართველები, უცნობია.

ფოტოზე: გიორგი ალავერდაშვილი (ლიტვაში თამაშისას)

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული