მესამე ქართველი ბერძნულ ლიგაში - აკაკი ხუბუტია და "კერკირა" გადაწყვეტილია

AutoSharing Option
ბერძნული მედიის ინფორმაციით, იქაური სუპერლიგის "კერკირაში" საქართველოს ნაკრების მცველის, აკაკი ხუბუტიას ტრანსფერი გადაწყვეტილი ამბავია.

კარგია, რომ 28 წლის უკანახაზელის კარიერაში უგუნდობის ექვსთვიანი პერიოდი დასრულდა.

ხუბუტიამ კარიერის განმავლობაში არაერთი გუნდი გამოიცვალა - "თბილისი", "ზვეზდა", "კაუნასი", "შილუტე", "ვილნიუსი", "გაზ მეთანი", "სამსუნსფორი", "მორდოვია"...

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მან 20 მატჩი ჩაატარა (გოლი არ გაუტანია). ის ბოლო დროს, ფორმის შენარჩუნების მიზნით, ცხინვალის "სპარტაკში" ვარჯიშობდა. იმედია, ტრანსფერის განხორციელებას ხელს არაფერი შეუშლის. ასეთ შემთხვევაში, ხუბუტია ბერძნულ ლიგაში მესამე ქართველი იქნება ოფი-ს ჩვენებურების - გიორგი ლორიასა და გიორგი
მერებაშვილის
შემდეგ.

"კერკირას" მიხალის გრიგორიუ წვრთნის. გუნდში არაერთი ლეგიონერია. საბერძნეთის ჩემპიონატის საშუალო კლუბში გადასვლა ხუბუტიასთვის წინგადადგმული ნაბიჯი უნდა იყოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული