რუსული საიტის, championat.com-ის ინფორმაციით, მოსკოველებმა ჯანოს იჯარის თაობაზე რამდენიმე კლუბის წინადადება უკვე მიიღეს და ახლა მათ განიხილავენ.
რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონი, "როსტოვში" იჯარიდან დაბრუნებული ჯანოსთვის არცთუ სახარბიელოდ წარიმართა. მან "სპარტაკის" შვიდ მატჩში ითამაშა - მათგან სამი ძირითადში დაიწყო, ოთხში კი შეცვლაზე ჩაერთო.
ქართველ ჰავბეკს "სპარტაკში" საქმეები განსაკუთრებით მას შემდეგ აერია, რაც დისციპლინის დარღვევისა და გუნდის მთავარი მწვრთნელის, მურატ იაკინის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო დუბლებში გაშვებით