ესპანეთში "ვიტესმა" ერთი ამხანაგური მატჩი გამართა და "ანდერლეხტთან" 0:5 წააგო. ამ შეხვედრაში კაპიტანმა გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა ითამაშეს.
ჰოლანდიაში დაბრუნებულმა გურამ კაშიამ Omroep Gelderland-ს ინტერვიუ მისცა.
- თქვენ სეზონის პირველ ნახევარში რთული პერიოდი გქონდათ...
- ეს ჩემს კარიერაში ყველაზე რთული პერიოდი იყო. ჩემი ხასიათის შეცვლა ძალიან ძნელია, ბავშვობიდან ასე ვარ აღზრდილი - მოედანზე ერთსა და იმავე გურამ კაშიას
- როგორი ურთიერთობა გქონდათ მწვრთნელთან ამ პერიოდში?
- მე პატივს ვცემ პეტერ ბოშის გადაწყვეტილებას და ყოველთვის ვემორჩილები მწვრთნელის ნათქვამს. როცა რთულად იყო საქმე, ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებოდით. როცა რაღაც კარგად არ მიდის, კაპიტანმა თავისი სიტყვა უნდა თქვას, მიუხედავად იმისა, თამაშობს თუ არა ის. როცა 6 მატჩში მხოლოდ ქულას აიღებ, ძნელია, ფანებს დაელაპარაკო, მაგრამ როგორც კაპიტანი, თავს ვალდებულად ვთვლი კლუბის, ფეხბურთელების, მწვრთნელისა და გულშემატკივრების წინაშე. ეს ჩემშია.
- თქვენ ახლებურად გამოიყურებით, თმა გადაგიპარსიათ...
- ეს ჩემს თანამემამულე ვაკო ყაზაიშვილთან ნაძლევი წავაგე Playstation-ზე თამაშისას. არ მომწონს, მაგრამ მომიწევს ასე სიარული. კიდევ კარგი, წვერის შენარჩუნება შევძელი.
- რას ელით ამ სეზონში "ვიტესისგან"?
- მე ჯერ კიდევ ვოცნებობ ჩემპიონთა ლიგაზე. ჩვენ ეს შარშანაც შეგვეძლო, ამიტომაც იმედიანად ვარ. ძალიან მომწონს ლიგის ატმოსფერო და ჩემს თავს წარმოვიდგენ ჩემპიონთა ლიგის თამაშებზე. თუკი ისე ვითამაშებთ, როგორც "აიაქსთან" სათასო შეხვედრაში, როცა 90 წუთი გუნდურად ვიბრძოლეთ, ყველაფერი შესაძლებელია. ყველას არ შეუძლია "ამსტერდამ არენაზე" ასე თამაში.