"საფეხბურთო კლუბი "ტოსნო" მოთამაშეებთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე წყვეტს თანამშრომლობას ვლადიმირ პონომარიოვთან, სერგეი ნესტერენკოსთან და მიხაილ გორელიშვილთან. კლუბი მადლობას უხდის მათ და მომავალ კარიერაში წარმატებას უსურვებს".
გორელიშვილი "ტოსნოში" გორის "დილადან" გადავიდა. ამ სეზონში მან 17 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ "ტოსნოში" თამაშობენ: ნუკრი რევიშვილი, გიორგი ნავალოვსკი და ოთარ მარცვალაძე. ახლახან მათ გურამ თეთრაშვილი შეუერთდა.