გიორგი ჭანტურია: რუმინული კლუბებიდან ინტერესი კი არის, მაგრამ...

AutoSharing Option
რუმინული წყაროების ინფორმაციით, კრაიოვას "უნივერსიტატიას" კვლავ სურს საქართველოს ნაკრების შემტევის, გიორგი ჭანტურიას გადაბირება, თუმცა რუმინული მედია ვარაუდობს, რომ ტრანსფერი ერთობ საეჭვოა.

როგორც წერენ, 21 წლის ჭანტურიას შეძენის მსურველმა კლუბმა იტალიურ "ვერონას" გარკვეული თანხა უნდა გადაუხადოს, რაც ხელმოკლე რუმინელებისთვის იოლი საქმე არ იქნება.

არის მეორე მომენტიც - თავად ჭანტურიაც არ იწვის "უნივერსიტატიაში" გადასვლის სურვილით, თითქოსდა, სხვა, უფრო სოლიდური შეთავაზებების მოტივით.

რუმინული პრესა უკვე იმაზეც წერს, რომ გუნდმა აქცენტი პორტუგალიელი ფორვარდის, 34 წლის ფელიპე ტეიშეირას შეძენაზე გადაიტანა.

სხვათა შორის, "უნივერსიტატია" არ არის
ერთადერთი რუმინული კლუბი, ვინც ჭანტურიათია დაინტერესებული. როგორც თავად ფეხბურთელი ამბობს, ბევრი რამ ამ კვირაში გაირკვევა.

"არის ინტერესი რუმინული კლუბებიდან, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.

არ მინდა წინასწარ ლაპარაკი, შეიძლება ამან საქმეს ავნოს. როგორც კი რაიმე გადაწყდება და სიახლე იქნება ჩემს კარიერაში, აუცილებლად გაიგებთ", - გვითხრა ჭანტურიამ, რომელმაც სეზონის პირველი ნახევარი რუმინულ "კლუჟში" გაატარა, თუმცა ამ კლუბში არსებული ფინანსური კრიზისის გამო გაცლა ამჯობინა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
აბა რაა ძმაო, იმის მაგივრად რო გვერდში დაუდგეთ კაცს..მიწასთან ასწორებენ, როგორ შეიძლება ესე?ამ კაცს ყველაზე ძაან თვითონ უნდა რო კაი კლუბში და მაგალ დონეზე, იტამაშოს და ესეც იქნება ...ვისაც არ გინახავთ ამის თამაში უყურეთ ჩანაწერებს და ნახავთ.
0
გულშემატკივრების გულისწყრომა გასაგებია, მაგრამ თუ არ იზარმაცებს,მართლა დიდ გუნდში ითამასებს დიდ ფეხბურთს
gela
12:36 15-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული