გურამ კაშია სეზონის პირველი ნახევრის იმედგაცრუებათა "სიმბოლურში" შეიყვანეს

AutoSharing Option
Voetbal Centraal-მა ჰოლანდიის ერედივიზიეს საშემოდგომო ნაწილის იმედგაცრუებათა სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც არნემის "ვიტესის" კაპიტანი გურამ კაშია მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ გურამ კაშიასთვის სეზონის პირველი ნახევარი მართლაც რთული გამოვიდა - ჯერ იყო ხელის ტრავმა, რომლის გამოც მან ერთი თვე გამოტოვა; შემდეგ კი ის "ვიტესის" სასტარტო შემადგენლობიდან ამოვარდა და მხოლოდ ბოლოსკენ დაიბრუნდა ჩვეული ადგილი.

რამდენიმე დღით ადრე ამ გამოცემამ სეზონის პირველი ნახევრის სიმბოლური შეადგინა. მასში ვერ მოხვდა, თუმცა ერთერთ კანდიდატად განიხილებოდა ვაკო ყაზაიშვილი.

ჰოლანდიის ჩემპიონატის I ნაწილის იმედგაცრუებათა სიმბოლური ნაკრები
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული