თორნიკე ოქრიაშვილის ტრანსფერმა "გენკის" სპორტული დირექტორის კარიერა შეიწირა?

AutoSharing Option
ორიოდე დღის წინ "გენკის" სპორტული დირექტორი გიუნტერ იაკობი თანამდებობიდან გაუშვეს. იაკობმა "გენკში" 3 წელიწადი იმუშავა.

ეს პიროვნება შეიძლება შარშანდელი მოვლენებიდან გახსოვდეთ - "გენკის" ქართველი ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი კლუბში სანაკრებო მატჩის შემდეგ არ დაბრუნდა და მის მოსაძებნად თბილისში თავად იაკობი ჩამოვიდა.

ახლა ბელგიურ მედიაში იწერება, რომ გიუნტერის გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი სატრანსფერო პოლიტიკა, კერძოდ კი, ოქრიაშვილის ტრანსფერი იყო.

knack.be შემდეგს წერს:

"იაკობი ცნობილი იყო ექსპერტის თვალით, თუმცა კლუბის ბოსს, იანსენსს ამაშიც ჰქონდა ნაკლი აღმოჩენილი - იაკობის სტაფი ზედმეტად დიდ ყურადღებას უთმობდა ფეხბურთელის ტექნიკურ
ხარისხს. სამაგიეროდ, არავინ უყურებდა იმას, რამდენად შეეფერებოდა ამა თუ იმ ახალწვეულის მენტალიტეტი "გენკს".

თორნიკე ოქრიაშვილის მიწვევა ჩაითვალა კარგ გამოწვევად, თუმცა ამით დაზარალდა "გენკის" რეპუტაცია. იაკობი და მისი გუნდი კი არაფრად დაგიდევდათ კრიტიკას".
მკითხველის კომენტარები / 7 /
დღევანდელი ჩვენი მენტალიტეტი შეიძლება შევადაროთ ქართველ ფეხბურთელებს. ბევრი ხმაური დოლზე ბრახუნი და ბოლოს არაფერი.სრულიად არაფერი ალბათ ,,0 ,,
poteli
15:00 17-01-2015
0
ეგაა კი ტოსნო ან ბრიანსკის დინამოა ამისი ბოლო,ისევე როგორც ანანიძის
mendessss
12:30 16-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული