ეს პიროვნება შეიძლება შარშანდელი მოვლენებიდან გახსოვდეთ - "გენკის" ქართველი ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი კლუბში სანაკრებო მატჩის შემდეგ არ დაბრუნდა და მის მოსაძებნად თბილისში თავად იაკობი ჩამოვიდა.
ახლა ბელგიურ მედიაში იწერება, რომ გიუნტერის გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი სატრანსფერო პოლიტიკა, კერძოდ კი, ოქრიაშვილის ტრანსფერი იყო.
knack.be შემდეგს წერს:
"იაკობი ცნობილი იყო ექსპერტის თვალით, თუმცა კლუბის ბოსს, იანსენსს ამაშიც ჰქონდა ნაკლი აღმოჩენილი - იაკობის სტაფი ზედმეტად დიდ ყურადღებას უთმობდა ფეხბურთელის ტექნიკურ
თორნიკე ოქრიაშვილის მიწვევა ჩაითვალა კარგ გამოწვევად, თუმცა ამით დაზარალდა "გენკის" რეპუტაცია. იაკობი და მისი გუნდი კი არაფრად დაგიდევდათ კრიტიკას".