თორნიკე ოქრიაშვილის ტრანსფერმა "გენკის" სპორტული დირექტორის კარიერა შეიწირა?

AutoSharing Option
ორიოდე დღის წინ "გენკის" სპორტული დირექტორი გიუნტერ იაკობი თანამდებობიდან გაუშვეს. იაკობმა "გენკში" 3 წელიწადი იმუშავა.

ეს პიროვნება შეიძლება შარშანდელი მოვლენებიდან გახსოვდეთ - "გენკის" ქართველი ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი კლუბში სანაკრებო მატჩის შემდეგ არ დაბრუნდა და მის მოსაძებნად თბილისში თავად იაკობი ჩამოვიდა.

ახლა ბელგიურ მედიაში იწერება, რომ გიუნტერის გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი სატრანსფერო პოლიტიკა, კერძოდ კი, ოქრიაშვილის ტრანსფერი იყო.

knack.be შემდეგს წერს:

"იაკობი ცნობილი იყო ექსპერტის თვალით, თუმცა კლუბის ბოსს, იანსენსს ამაშიც ჰქონდა ნაკლი აღმოჩენილი - იაკობის სტაფი ზედმეტად დიდ ყურადღებას უთმობდა ფეხბურთელის ტექნიკურ
ხარისხს. სამაგიეროდ, არავინ უყურებდა იმას, რამდენად შეეფერებოდა ამა თუ იმ ახალწვეულის მენტალიტეტი "გენკს".

თორნიკე ოქრიაშვილის მიწვევა ჩაითვალა კარგ გამოწვევად, თუმცა ამით დაზარალდა "გენკის" რეპუტაცია. იაკობი და მისი გუნდი კი არაფრად დაგიდევდათ კრიტიკას".
მკითხველის კომენტარები / 7 /
დედა მინდა............
oqro
12:04 15-01-2015
0
ამას ახლა რუსეთის პირველ ლიგაში თუ წაიყვანენ. სადმე ტოსნოში ან სკა ენერგიაში. ამიტომ შ ე ე შ ვ ი თ 17 წლის ფეხბურთელების გაფეტიშებას. იძახეთ ახლა ჭანტურა, ქინქი, ოქრი და ა.შ მერე გული გწყდებათ ყაზახეთი რომ გვახურავს თავზე.
0000
11:07 16-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული