ბერძნულ მედიაში აგორდა ჭორი, რომლის მიხედვითაც, ქართველები კლუბის გამოცვლას აპირებენ, რადგან დიდი ხანია, ხელფასი არ მიუღიათ.
gazzetta.gr ქართველი ფეხბურთელების წარმომადგენელ ჯანლუკა მარინის დაუკავშირდა:
"როგორც ორი ქართველი ფეხბურთელის მენეჯერი, მეც გავეცანი ჭორებს მათი შესაძლო წასვლის შესახებ. თითქოს, მათი ტრავმები გამოგონილია.
ძალიან სამწუხაროა, რომ გუნდის ირგვლივ ტრიალებენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ოფი-ს კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეუქმნან. არადა, სიტყვით, მხოლოდ
ლორია და მერებაშვილი თვეებია, ოფი-ში თამაშობენ, ანაზღაურებას იღებენ, გარდა ბოლო ორი თვისა და ისინი მოედანზე საუკეთესოდ წარმოაჩენენ თავს. პირადად ხშირად ვიღებ მათზე შემოთავაზებებს ბერძნული, კვიპროსული და სხვა ქვეყნის გუნდებისგან.
თუმცა, ასეც რომ იყოს, მერებაშვილი და ლორია, ფიფას წესების თანახმად, ერთ სეზონში სამ კლუბში ვერ ითამაშებენ. ასე რომ, ახლა მხოლოდ "დინამოში" დაბრუნების უფლება აქვთ, ან ისეთ ჩემპიონატში გადასვლის, როგორიც ამერიკული MLS-ია.
ლორია ერთი თვის წინ დაშავდა, ის საბერძნეთში საშობაო არდადეგების შემდეგ ჩამოვიდა ეროვნული ნაკრების ექიმის რჩევით, რომ 15 დღით დაესვენებინათ. ანასტოპულოსმა სთხოვა მას, "კერკირასთან" მნიშვნელოვან მატჩში ეთამაშა და მანაც ითამაშა, მიუხედავად აუტანელი ტკივილისა.
გასულ კვირაში მერებაშვილს ვარჯიშზე მიაყენეს ტრავმა და დასვენება მასაც სჭირდებოდა. მწვრთნელმა სთხოვა, 20%-ით მაინც ეთამაშა და ყველამ ვნახეთ, რომ მან პირველ გოლში მონაწილეობა მიიღო.
ტრავმაც რომ არა, მერებაშვილს საბერძნეთის ჩემპიონატში ყვითელი ბარათები დაუგროვდა და ეს მატჩი ისედაც უნდა გამოტოვოს.
ამ ორი ფეხბურთელისთვის ოფი-ში თამაში პრესტიჟულია, მაგრამ საჭიროა, მათ თავიანთი კუთვნილი დროულად მიიღონ. შრომის ანაზღაურება აუცილებელია, რადგან მათ ოჯახები ჰყავთ.
ლორიას და მერებაშვილს კლუბთან 2-2-წლიანი კონტრაქტები აქვთ. ჩვენი მხარე ყოველთვის ასრულებს კონტრაქტის პირობებს და ასე უნდა იყოს მეორე მხრიდანაც".