ბერძნული მედია: გიორგი ლორიას ოფი-ში სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა

AutoSharing Option
საბერძნეთის სუპერლიგის მორიგ ტურში კრეტული ოფი სტუმრად 1:3 დამარცხდა "პანაითოლიკოსთან". ამ შეხვედრაში არ უთამაშიათ გიორგი მერებაშვილს და გიორგი ლორიას.

ოფიციალურად, ორივე ტრავმირებულია, მერებაშვილი თან დისკვალიფიცირებულიც იყო, მაგრამ არაოფიციალური ცნობებით, ქართველები ბერძნული კლუბისგან კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვენ.


მარცხის მიუხედავად, დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ოფი-ს 23 წლის მეკარის, მიხალის აგრიმაკისის დებიუტს სუპერლიგაში ამ სეზონში.

"აგრიმაკისმა ძალიან კარგად ითამაშა სადებიუტო მატჩში. ეს ფეხბურთელი ოფი-ში სწორედ ნიკოს ანასტოპულოსმა მოიყვანა 2012 წელს და მან მალევე ითამაშა
ძირითადში. ახლა, როცა აგრიმაკისი მესამე სეზონია ოფი-ში, მან აჩვენა, რომ ძალიან მოუმატა. ეს ახალგაზრდა მეკარეს თვითრწმენას შემატებს მომავალი მატჩების წინ", - წერს gentikoule.gr.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული