საქართველოს პირველი ლიგიდან უკრაინის პრემიერლიგაში?

AutoSharing Option
უკრაინული პრემიერლიგის ზაპოროჟიეს "მეტალურგის" პრესსამსახურის ცნობით, გუნდთან ერთად თურქულ ბელეკში შეკრებაზე გაემგზავრა ქართველი მცველი გიორგი ჯგერენაია.

ჯგერენაია 21 წლის უნივერსალური მცველია. ის "გაგრას" აღზრდილია, თუმცა ლეგიონერობაც მოასწრო - 2012/13 წლების სეზონში "ილიჩევეცში" ირიცხებოდა, ხოლო 2013/14 წლების სეზონში - "ნიკოლაევში" (19 თამაში).

ამ სეზონში მან I ლიგის 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ზაპოროჟიეს "მეტალურგი" უკრაინის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 12 ქულით მე-11 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყურადრებას არ აქცევთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს,რამდენი ნიჭიერი ფეხბურთელებია და ჯახირობენ პირველ ლიგასა და დუბლებში,მერე თუ სადმე გადავლენ იძახით უნივერსალი ფეხბურთელიაო.
malxazi
16:36 16-01-2015
0

სიახლეები პოპულარული