ჯაბა კანკავა დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" გოლით დაუბრუნდა

AutoSharing Option
ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა მინდორს დაუბრუნდა. ეს მოხდა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, სადაც "დნიპრო" უკრაინის ჩემპიონატის განახლებისა და ევროპალიგის პლეი ოფისთვის ემზადება.

19 იანვარს დნეპროპეტროვსკელები ამხანაგურ შეხვედრაში ავსტრალიურ "მელბურნ სიტის" დაუპირისპირდნენ. თამაში 1:1 დასრულდა. კანკავა ძირითად შემადგენლობაში იყო.

გუშინვე უკრაინულმა კლუბმა კიდევ ერთი სპარინგი გამართა. ამჯერად, კანკავასა და მისი მეგობრების მეტოქე ტაშკენტის "ლოკომოტივი" იყო. "დნიპრომ" 4:0 გაიმარჯვა. აქედან ერთი გოლი (მეორე ტაიმში) საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გაიტანა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯაბა გილოცავ, სულ გამარჯვებით გევლოს გუნდშიც და ნაკრებშიც.
gizog
13:43 20-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული