19 იანვარს დნეპროპეტროვსკელები ამხანაგურ შეხვედრაში ავსტრალიურ "მელბურნ სიტის" დაუპირისპირდნენ. თამაში 1:1 დასრულდა. კანკავა ძირითად შემადგენლობაში იყო.
გუშინვე უკრაინულმა კლუბმა კიდევ ერთი სპარინგი გამართა. ამჯერად, კანკავასა და მისი მეგობრების მეტოქე ტაშკენტის "ლოკომოტივი" იყო. "დნიპრომ" 4:0 გაიმარჯვა. აქედან ერთი გოლი (მეორე ტაიმში) საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გაიტანა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"