ლეგიონი: საბა კვირკველიამ "რუბინის" ძირითადში შეუცვლელად ითამაშა
AutoSharing Option
ყაზანის "რუბინმა" თურქულ შეკრებაზე პირველი მატჩი გამართა. საბა კვირკველიას გუნდი ირანის "ფულადს" დაუზავდა - 0:0.
საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი ყაზანელთა ძირითადში იყო და შეუცვლელადაც ითამაშა. როგორც მთელი სეზონის განმავლობაში, 22 წლის მცველი ამ შეხვედრაშიც საიმედო იყო.