ფრანგულ "ბასტიაში" შედგა 19 წლის ქართველი უნივერსალის, ლუკა კიკაბიძის დებიუტი, რომელსაც აგერ, უკვე რა ხანია, ველოდით.
ეს მოხდა საფრანგეთის თასის გათამაშების მეთექვსმეტედფინალურ მატჩში, რომელიც ლუკას გუნდმა პენალტების სერიაში წააგო ქვედალიგელ "კევილთან" და ტურნირს გამოეთიშა.
შეხვედრის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, დამატებითში კი გუნდებმა გოლები გაცვალეს. სწორედ ამ დროს, 106-ე წუთზე გავიდა მინდორზე კიკაბიძე.
სხვათა შორის, მისი შემოსვლიდან ერთ წუთში "ბასტია" დაწინაურდა, თუმცა 11-მეტრიანების სერიაში ხელი მოეცარა. პენალტი ლუკას აღარ დაურტყამს, რადგან მისმა
* * *
ფინეთის ლიგის თასზე ტურკუს "ინტერმა" 3:2 დაამარცხა ჰიფკ-ი. "ინტერის" ქართველი ფორვარდი ირაკლი სირბილაძე თბილისშია. მის მომავალზე რამდენიმე დღეში მეტი სიცხადე იქნება.ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"