აკაკი ხუბუტიას შემდეგ ბერძნული "კერკირა" გიორგი ფოფხაძეს იმატებს?

AutoSharing Option
gazzetta.gr-ს ინფორმაციით, კუნძულ კორფუს "კერკირა" კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის დამატებას აპირებს.

ახლახან "კერკირამ" საქართველოს ნაკრების მცველი აკაკი ხუბუტია დაიმატა. ჯერი გიორგი ფოფხაძეზეა, რომელიც ამპლუით მარცხენა მცველია, თუმცა ნახევარდაცვაშიც შეუძლია თამაში.

"კერკირას" მთავარი პრიორიტეტი მარცხენა მცველის დამატებაა და ამ პოზიციაზე უპირველეს კანდიდატად სწორედ ფოფხაძე განიხილებაო.

ბერძნული საიტის ცნობით, მართალია, ფოფხაძემ I წრე ბოლნისის "სიონში" ითამაშა (6 თამაში, 1 გოლი), მაგრამ ახლა თავისუფალი აგენტია.

ფოფხაძე 28 წლისაა. შარშანდელ სეზონში იგი პოლონურ "იაგელონიაში" თამაშობდა, საიდანაც საკუთარი სურვილით წავიდა. საქართველოს ნაკრებში მას 11 მატჩი
აქვს ნათამაშები.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული