- როგორი სიტუაციაა თქვენს ტრავმასთან დაკავშირებით?
- ცოტ-ცოტა ვარჯიში დავიწყე, მაგრამ არ ვჩქარობ. იმედი მაქვს, წლის პირველი ტურისთვის მზად ვიქნები სათამაშოდ.
- მამათქვენი, კახა ცხადაძე ახლა საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელია და "ინტერიდან" მიდის. წახვალთ თქვენც?
- "ინტერთან" კონტრაქტი ნახევარ წელში მისრულდება, იქამდე კი "ინტერში" ვითამაშებ. არ ვიცი, მერე რა იქნება, მაგრამ ახლა მე კმაყოფილი ვარ კლუბით და კლუბი კმაყოფილია ჩემით.
- ანუ, შესაძლოა, კახა ცხადაძის წასვლამ თქვენს
- დიახ, შესაძლოა, მე ხომ პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ.
- ბევრი ფიქრობს, რომ მას იმიტომ არ აჰყავს "ინტერში" ძლიერი ფორვარდი, რომ თქვენ სერიოზული კონკურენტი არ გამოგიჩნდეთ...
- იცით, "ინტერში" შანსი ყველა ფორვარდს მიეცა. ეს კი, უბრალოდ, უაზრო ლაპარაკია. ვინც კი "ინტერს" გამოადგა, ის ისევ თამაშობს ამ გუნდში. მამაჩემი არასოდეს ათამაშებს თავის შვილს, თუკი კონკურენტი მას ერთი თავით სჯობს. "ინტერში" ახლა ჩემი კონკურენტი ნილდოა. ჩვენ ორში საუკეთესო თამაშობს ხოლმე.
- გნახავთ თუ არა საქართველოს ნაკრებში?
- ისევ და ისევ, მამა არ გამომიძახებს, თუ ჩემს პოზიციაზე უკეთესი ფეხბურთელი იქნება. ასე რომ, არანაირი გარანტია არ მაქვს, რომ ეროვნულ ნაკრებში მოვხვდები.