ლეგიონი უკრაინაში: კანკავამ საემიროები დატოვა, ჯგერენაია ვერდიქტს ელოდება

AutoSharing Option
ფოტოზე: ჯაბა კანკავა

ჯაბა კანკავას
"დნიპრომ" არაბთა გაერთიანებულ საემიროებში შეკრება დაასრულა.

საქართველოს ნაკრების კაპიტნის კლუბმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ადგილობრივ "ალ დაფრასთან" ჩაატარა და მინიმალური ანგარიშით, 1:0 მოიგო. ამ შეხვედრაში კანკავას მონაწილეობა არ მიუღია.

* * *
მოგეხსენებათ, ზაპოროჟიეს "მეტალურგში" ისინჯება ახალგაზრდა ქართველი მცველი გიორგი ჯგერენაია. "მეტალურგი" საკონტროლო შეხვედრაში ყაზახურ "ოკტეჟპესს" დაუპირისპირდა და 2:2 ითამაშა. ჯგერენაიამ სრული მეორე ტაიმი ითამაშა.

წესით, ზაპოროჟიელთა ხელმძღვანელობამ მალე უნდა გამოიტანოს ვერდიქტი ქართველი მცველის თაობაზე, რომელსაც, ახალგაზრდული ასაკის (21 წლისაა) მიუხედავად, უკვე აქვს უკრაინაში თამაშის გამოცდილება -
ერთი ხანობა, ის "მიკოლაევისა" და მარიუპოლის "ილიჩევეცის" ღირსებას იცავდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული