ლევან კობიაშვილი ბერლინის "ჰერტას" მაისურს კიდევ ერთხელ მოირგებს

AutoSharing Option
შაბათ-კვირას ბერლინის "მაქს შმელინგ ჰალეში" AOK-ის საერთაშორისო ტურნირი გაიმართება. ტურნირში 6 გუნდი მონაწილეობს და 9-ათასიანი დარბაზი ბოლომდე შეივსება.

ერთ-ერთი მონაწილე ბერლინის "ჰერტაა", რომელიც ცნობილი ვეტერანებით წარდგება ტურნირზე.

B ჯგუფში ითამაშებენ "აინტრახტი", "უნიონი" და "ჰერტა", A-ში - "ვერდერი", "ლევერკუზენი" და "სპარტა".

"ჰერტა" ამ ტურნირის მოქმედი ჩემპიონია და გუნდში ითამაშებენ: პალ დარდაი (ახლა უნგრეთის ნაკრების თავკაცი), დარიუს ვოში, შტეფან ბაინლიხი, ფრედი ბობიჩი და სხვები. რაც მთავარია, გუნდშია ქართველი ლევან კობიაშვილი.

არც სხვა გუნდებს აკლიათ სახელიანი მოთამაშეები. მაგალითად, იან კოლერი და ირჟი ნემეცი
"სპარტაში" ითამაშებენ, ოკა ნიკოლოვი "აინტრახტში" და ასე შემდეგ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული