გურამ კაშია: საშინლად ვითამაშეთ

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჰოლანდიაში "ვიტესი" აშკარა კრიზისშია, "ჰეერენვენთან" 1:4 წაგების შემდეგ არნემული გუნდი ერედივიზიეში მე-12 ადგილზეა.

გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა 90-90 წუთი ითამაშეს, 77-ე წუთზე პრესტიჟის გოლი სწორედ "ვიტესის" ქართველმა კაპიტანმა კაშიამ გაიტანა. ეს მისი პირველი გოლია ამ სეზონში, სულ კი მე-11 ჰოლანდიის ჩემპიონატებში. ჩვენებურმა გოლი თავით გაიტანა.

"სეზონში არის თამაში, როცა არაფერი გამოგდის, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ გვამართლებს. ყველამ, ვინც დღეს ვითამაშეთ პასუხისმგებლობა ამ მარცხზე საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ. თამაში სწორედ ჩვენ წავაგეთ და არა მწვრთნელმა. დავუშვით ბევრი შეცდომა,
საშინლად ვითამაშეთ. ძალიან ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ, ალბათ, 80-90%. საერთო ჯამში, ძალიან უფერული თამაში გვქონდა", - განაცხადა კაშიამ "ვიტესის" ოფიციალურ საიტთან მატჩის შემდგომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული