ბერლინის "ჰერტამ" ლევან კობიაშვილის გოლებით ვეტერანთა ტურნირი მოიგო

AutoSharing Option
ბერლინში, "მაქს შმელინგ ჰალეში" დასრულდა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც 6 გუნდის ვეტერანებმა მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის - ლევან კობიაშვილმა "ჰერტას" მაისურით.

სასიამოვნოა, რომ ბერლინურმა კლუბმა პირველობა არავის დაუთმო და ამაში სოლიდური წვლილი გუნდის მენეჯერმა, ახლო წარსულში ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან კობიაშვილმაც შეიტანა.

ტურნირის სასტარტო შეხვედრაში "ჰერტა" ფრანკფურტის "აინტრახტს" დაუპირისპირდა. ბერლინელებმა 5:1 მოიგეს. კობიაშვილს მინდორი უგოლოდ არ დაუტოვებია.

მეორე შეხვედრაში "ჰერტას" მეტოქე "უნიონი" იყო. ბერლინურ დერბიში "ჰერტამ" 5:2 მოიგო და კობიაშვილმა ამ მატჩშიც გოლი მიითვალა.

ნახევარფინალში "ჰერტა" "ლევერკუზენს" დაუპირისპირდა და 4:3 გაიმარჯვა. ფინალურ
შეხვედრაში კი ბერლინელებმა პრაღის "სპარტას" 10:5 მოუგეს. ამ შეხვედრაში კობიაშვილმა დუბლი შეასრულა.

"ჰერტამ" ვეტერანთა საშინაო ტურნირზე ასეთი შემადგენლობით ითამაშა: სეინა, ჰენკელი, ვოში, ბაინლიხი, ჩოვიჩი, ნოიენდორფი, ჰარტმანი, შმიდტი, ბობიჩი, დარდაი, კობიაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული