გიორგი ლორიას "ოლიმპიაკოსი" იწვევს, გიორგი მერებაშვილს - პაოკ-ი?

AutoSharing Option
ცნობილია, რომ გიორგი ლორია და გიორგი მერებაშვილი ზაფხულში ოფი-ს დატოვებენ და სხვა კლუბს მიაშურებენ. ჩვენებურები კრეტულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით გაეყრებიან.

ცხადია, ქართველი ფეხბურთელების მიმართ არაერთი გუნდი გამოიჩენს ინტერესს და ეს ბუნებრივიცაა - ლორია საბერძნეთის ჩემპიონატის პირველი წრის საუკეთესო მეკარედ დასახელდა, მერებაშვილი კი ოფი-ს ლიდერად ჩამოყალიბდა.

როგორც შევიტყვეთ, ლორიას გადაბირებით ბერძნული ფეხბურთის გრანდი, "ოლიმპიაკოსია" დაინტერესებული, მერებაშვილზე კი თვალი ელადური ფეხბურთის კიდევ ერთ ყოჩს, პაოკ-ს აქვს თურმე დადგმული.

ვნახოთ, შედგება თუ არა ზაფხულში ეს ტრანსფერები. ნებისმიერ შემთხვევაში, სასიამოვნოა, როცა ქართველი ფეხბურთელების
სახელს ასეთ სოლიდურ კლუბებს უკავშირებენ, ოღონდ, მთავარია, ეს ინტერესი რეალური იყოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ალეკო კაკაურიძე, როგორც ყოველთვის, ახლაც "სუპერ". ალეკო ბიჭო, წყაროც, რომ დაგესახელებინა, კარგი იქნებოდა. შენი საკუთარი წყარო გაქვს? ბოდიში, არ ვიცოდი.
pepe
15:12 26-01-2015
0
მე ვარ 50 წლის ჟურნალისტი და პეპე, რა არის იმაში უცნაური, რო თავისი წყარო ჰქონდეს ჟურნალისტს?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული