ჯაბა ლიპარტიას გასაჭირი - როგორ აისახება ომი უკრაინაში ქართველი ლეგიონერების ყოფაზე

AutoSharing Option
უკრაინაში გაგანია ომია და აბა, ომის დროს გაჭირვება ვის უნდა უკვირდეს? აგერ, ლუგანსკის "ზორიას" ფეხბურთელებს უკვე მეოთხე თვეა, ხელფასი არ აუღიათ.

ამ გუნდის ამბები კი იმად გვაინტერესებს, რომ იქ ჩვენებური ჯაბა ლიპარტია თამაშობს.

ჩვენი ინფორმაცია, უკრაინულ კლუბში არსებული ფინანსური კრიზისის შესახებ, ამ ქვეყნის მედიასაშუალებებმაც დაადასტურეს. იმ ფაქტს, რომ "ზორიას" შეფობას ფეხბურთელების დავალიანება დაუგროვდა, ცხადია, არც ფეხბურთელები მალავენ. მათი თქმით, ხელმძღვანელობისგან მიიღეს გარანტია, რომ მათ ხელფასებს უახლოეს მომავალში დაურიგებენ.

ამგვარი კრიზისი არ არის, მაგრამ ჯამაგირი შეუმცირდათ "დნიპროს", "კარპატისა" და "მეტალისტის" ფეხბურთელებს...

რაც შეეხება ლიპარტიას, 27 წლის შემტევი ლუგანსკურ კლუბში 2011 წლიდან თამაშობს. ამ დროის განმავლობაში მან გუნდის შემადგენლობაში 75 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა, საქართველოს ნაკრების მაისურა კი მხოლოდ ერთ შეხვედრაში აქვს მორგებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული