461 წუთი უგოლოდ - ლევან მჭედლიძემ "უდინეზესთან" მოინდომა, იბრძოლა, მაგრამ...

AutoSharing Option
ლევან მჭედლიძემ კიდევ ერთხელ ითამაშა "ემპოლის" სასტარტო შემადგენლობაში, მაგრამ მისი გუნდი შინ "უდინეზესთან" 1:2 დამარცხდა და თავი რთულ სიტუაციაში ჩაიგდო.

ლევანი 63-ე წუთზე მაკარონემ შეცვალა. "ემპოლი" 20 ტურის შემდეგ, 19 ქულით მე-16 ადგილზეა და გავარდნის ზონას მხოლოდ ქულით უსწრებს.

datasport.it-ის შეფასებით, ლევან მჭედლიძემ 5,5 ბალი დაიმსახურა. "ძალიან მონდომებული იყო და ბევრს იბრძოდა", - წერს საიტი.

ჩვენებური მართლაც არ გამოიყურებოდა ურიგოდ, მაგრამ ფაქტია, რომ თავდამსხმელს, უპირველესად, გოლის გატანა მოეთხოვება. ლევანს კი 14 თამაშში (4 ძირითადში, 10 შეცვლაზე), ჯამში, 461 სათამაშო წუთში
ჯერ გოლი არ გაუტანია.

"უდინეზესთან" მატჩში მან კარისკენ მხოლოდ ერთხელ დაარტყა და ისიც არაზუსტად.

"პიანეტა ემპოლის" მკითხველთა შეფასებებიც ორ ნაწილად იყოფა: ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქართველი ფორვარდი ძალზე საჭირო ფიგურაა გუნდში და გოლებიც მალე მოვა; მეორე ნაწილისთვის კი ის კრიტიკის მთავარი ობიექტია.

"ემპოლის" მომდევნო მატჩი "რომასთან" სტუმრად ელის. ჩვენებური, "გაზეტა დელო სპორტის" ვერსიით, კვლავ სასტარტოში უნდა იყოს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
რას ერჩით ამ ბიჭს? ვინმემ ამის თამაში ნახეთ ან ესპანეთან, ან საფრანგეთან, ან თუნდაც.პოლონეთან? ჩვენი საჯარიმოდან უბრალოდ ამოტანილ, გადმოგდებულ ყველა ბურთზე იბრძოდა და რამდენი ასეთი ორთაბრძოლა მოიგო, იმდენი სიკეთე ყველა ჩვენგანს. ეს რომ არა, ბურთის ფლობა ჩვენს ნაკრებს იმის ნახევარიც არ ექნებოდა რაც ნებისმიერ მატჩში ჰქონდა. ემპოლიში არ ჰყავდეთ კარგი ფეხბურთელები რა ამის ბრალია? მიდიბლევან, ღმერთი შენსკენ : )
დათო
28 იანვარი 2015 10:34
0
ერთი რო შეაგდოს იქნებ გაიხსნას.რავიი გმერტი შენსკენ ლევან
batumski
27 იანვარი 2015 20:33
0
ვინ გყავთ ამაზე უკეთესი ბიჭებო? უყურებთ ემპოლის თამაშს საერთოდ? რანაირად უტევს გუნდი?გირჩევთ ერთ-ორი თამაში ნახოთ და მერე აკრიტიკოთ ლევანი. მშვენიერი ბიჭია.ბევრს იბრძვის და შავ სამუშაოს ასრულებს. *** გუნდია და მეპასე არ ჰყავს . საპონარა გადავიდა ახლა და იდეაში ცოტა პასებს თ დაარიგებს არიქნება ცუდი. გუშინ ბევრი იღორა და ტვინი ბურღა. გელასშველეეებს, დვალეშველეეებს და ვაწაძეეებს კი სჯობს და ვაქოთ **. მოვსიანინს აღმერთებს მთელი სომხეთ და ჩვენ რა ჭირი გვჭირს ტო. ლევან,მიაწექ.შააგდე ერთ-ორი გოლი.დააწყნარე სასტავი.
666
27 იანვარი 2015 18:01
0
თავდამსხმელი 14 თამაშშიგოლს, რომ ვერ გაიტანს და ერთი საათის განმავლობაში ერთი უზუსტო დარტყმა ექნება, რომელ ნიჭიერებაზეა საუბარი. ეს ბავშვობაში სიმაღლის ხარჯზე გამოირჩეოდა და ახლა ეს კოზირი, რომ აღარ აქვს, კი ვხედავთ რასაც წარმოადგენს, მაგრამ ურწმუნოებს ამის დაჯერება არ უნდათ და მას მოიაზრებენს საქართველოს ნაკრების მხსნელად.
555
27 იანვარი 2015 16:57
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული