კვიპროსელი ევროპარლამენტარი: თემურ ქეცბაია ათასობით კვიპროსელზე პატრიოტია

AutoSharing Option
დემეტრის პაპადაკისი ევროპარლამენტარია კვიპროსიდან, რომელმაც ახლახან თავის "ფეისბუქის" გვერდზე შემდეგი დაწერა:

"გუშინ ათენში თემურ ქეცბაიასთან ერთად ვიმგზავრე, საფეხბურთო მწვრთნელთან, რომელიც საქართველოდანაა და ძალიან უყვარს კვიპროსი. ის გაცილებით უფრო დიდი პატრიოტია, ვიდრე ათასობით კვიპროსელი.

როდესაც ის კვიპროსიდან თბილისში მიფრინავს, მხოლოდ ლეგალურ გზებს იყენებს. ამის გამო ის სამ თვითმფრინავს იცვლის და გზაში 15 საათს ატარებს. არადა, შეუძლია, ერჩანის აეროპორტიდან სამშობლოში 3 საათში ჩავიდეს.

შევადაროთ მისი საქციელი ათასობით ჩვენი "პატრიოტისას", რომლებიც მრავალ მიზეზს იგონებენ იმის გასამართლებლად, რატომ იყენებენ ერჩანის აეროპორტს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.
ამართლებენ ასეთ საქციელს მანძილის სიმოკლის, სიიაფის და ათასგვარი სხვა მიზეზით. რცხვენოდეთ მათ".

შეგახსენებთ, რომ ერჩანის აეროპორტი ნიქოზიიდან აღმოსავლეთში მდებარეობს და მას თურქეთი აკონტროლებს. თურქეთს კვიპროსის ნაწილი ოკუპირებული აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ქეცბას რაერთხელ შესთავაზეს მის მშობლიურ სამურზაყანოში დაბრუნება აფხაზებმა,მაგრამ ის უარზეასანამ აფხაზეთი არ დაბრუნდება საქართველოს შემადგენლობაში მანამ მე არ დავბრუნდები ჩემს სახლშიო,მიუხედავად იმისა რომ სიგიჟემდე მენატრებაო!
მარგალ!
12:32 28-01-2015
0
რომელი ქვეყნის პატრიოტია? და კვიპროსის პატრიოტობა თქვენ რატომ გახარებთ??
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული