კრეტის გუნდმა ანდრეას ლამბროპულოსის მიერ მე-12 წუთზე გატანილი გოლით 1:0 მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ლორიასა და გიორგი მერებაშვილის გუნდს პირველი მატჩი სტუმრად 4:0 ჰქონდა მოგებული. ამიტომ საპასუხო შეხვედრა, ფაქტობრივად, ფორმალურ ხასიათს ატარებდა.
ქართველები ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. ლორიამ სრულად ითამაშა, მერებაშვილი კი 36-ე წუთზე შეცვალეს (სამწუხაროდ, ამ ნაადრევი ცვლილების მიზეზი ვერ დავადგინეთ).
თუ ვინ იქნება მეოთხედფინალში ოფი-ს მეტოქე, მოგვიანებით გაირკვევა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული