გიორგი მერებაშვილმა ორთავა კუნთი დაიშავა

AutoSharing Option
27 იანვარს გიორგი ლორიას და გიორგი მერებაშვილის ოფი საბერძნეთის თასის მეოთხედფინალში გავიდა. გუნდმა ორი მატჩის ჯამში 5:0 დაამარცხა "პანთრაკიკოსი".

საპასუხო მატჩის (1:0) პირველ ტაიმში მერებაშვილი შეცვალეს, რისი მიზეზიც ტრავმაა. ჩვენებურმა ორთავა კუნთის ტკივილის გამო შეწყვიტა თამაში.

დღეს მერებაშვილი MRI-ტესტებს გაივლის და გამოჩნდება, რამდენად სერიოზულია ტრავმა.

არადა, ახლა ოფი-ს მწვრთნელის განკარგულებაში, კლუბის ფინანსური კრიზისის გამო, მხოლოდ 15 ფეხბურთელია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული