გურამ კაშია: ვწუხვარ, მაგრამ ხელით განზრახ მართლა არ მითამაშია

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 იანვარს გამართული ჰოლანდიის თასის 1/4-ფინალური მატჩი განსაკუთრებით უიღბლო არნემის "ვიტესის" კაპიტან გურამ კაშიასთვის გამოდგა.

"გრონინგენთან" სტუმრად წაგებულ შეხვედრაში (0:4) არნემელთა საქმე უკან სწორედ მას შემდეგ წავიდა, რაც მსაჯმა ხელით თამაშისთვის მოედნიდან ქართველი მცველი გააძევა და "ვიტესის" კარში პენალტი დანიშნა...

თამაშის შემდეგ კაშიამ კლუბის ოფიციალურ საიტთან კომენტარი გააკეთა:

"ძალიან ვწუხვარ, რაც მოხდა. პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, გუნდი მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა, მაგრამ ხელით განზრახ ნამდვილად არ მითამაშია.

არადა, ის ეპიზოდი გარდამტეხი აღმოჩნდა. მომდევნო რაუნდში გასვლა გვსურდა და ამისთვის ვიბრძოდით, მაგრამ ათი კაცით
მიზნის მიღწევა უკვე შეუძლებელი აღმოჩნდა".

ასევე იხილეთ:
გურამ კაშიას გაძევების შემდეგ "ვიტესი" ჰოლანდიის თასზე განადგურდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული