გიორგი ლორია: ოფი-ში ფინანსების გამო არ მოვსულვარ

AutoSharing Option
ფოტოზე: გიორგი ლორია და ოფი-ს ყოფილი მწვრთნელი ჯენარო გატუზო

საქართველოს ეროვნული ნაკრების გოლკიპერმა გიორგი ლორიამ განაცხადა, რომ საბერძნეთში დარჩენა სურს. თბილისის "დინამოს" ექსკიპერს იქაური ჟურნალისტები გაესაუბრნენ.

"მე და გიორგი მერებაშვილმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ზაფხულამდე ოფი-ში დავრჩეთ. ყველამ კარგად ვიცით, რომ გუნდში არ არის კარგი სიტუაცია. ასეთ მდგომარეობაში ჯერ არ ვყოფილვართ.

რაც შეეხება ჯენარო გატუზოს, ის შესანიშნავი სპეციალისტია და ფეხბურთელების მიმართ მუდამ ძალიან კარგად იყო განწყობილი. რაც გატუზომ ოფი დატოვა, მას მერე არ გვისაუბრია.

ოფი-ში ფინანსების გამო არ მოვსულვარ. შესაბამისად, არ
მაქვს სინანულის გრძნობა იმის გამო, რომ ეს გუნდი ავირჩიე. ჩემი აზრით, საბერძნეთის ჩემპიონატი მაღალი დონის ტურნირია და ევროპის წამყვან ათ ჩემპიონატშიც შედის.

ზაფხულში, ალბათ, გუნდიდან წასვლა მომიწევს. განვიხილავ სხვადასხვა ვარიანტს, მაგრამ, დიდი ალბათობით, კვლავ საბერძნეთში დავრჩები, რადგან აქაური ფეხბურთი მისაღებია ჩემთვის", - თქვა ლორიამ.

ამასობაში, "როიტერმა" გაავრცელა ცნობა, რომ ოფი-ს აეკრძალა მატჩების ჩატარება მანამ, სანამ ის თავის თანამშრომლებს ხელფასს არ გადაუხდის. ამასთან, გუნდს 4 ქულა ჩამოაკლეს. ამავე მიზეზით, კრეტულ კლუბს ცოტა ხნის წინ 6 ქულა უკვე დააკლეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული