ჭანტურია რუმინულ გუნდს ხორვატიაში შეუერთდა, სადაც "კლუჟი" სეზონის განახლებისთვის ემზადება და ამხანაგურ ტურნირში ითამაშებს.
რუმინული და იტალიური მედია აქტიურად განიხილავს ჭანტურიას ტრანსფერის "აზიურ ვერსიასაც", რომლის მიხედვითაც, ქართველი ფეხბურთელი, შესაძლოა, "ტოკიოში" აღმოჩნდეს.
ამ იაპონურ კლუბს იტალიელი მასიმო ფიკადენტი წვრთნის, რომელსაც სურს ქართველი ფორვარდის დამატება. ფიკადენტი "ვერონას" ყოფილი ფეხბურთელი და ყოფილი მწვრთნელია.
"კლუჟის" თავკაცი ტრიკა მოწადინებულია, შეინარჩუნოს ჭანტურია, რომელიც თუ
შეგახსენებთ, რომ ჩვენებური "ვერონას" საკუთრებაა, იტალიურ გუნდთან ერთად ემზადებოდა სეზონისთვის, მაგრამ "ვერონამ" მისი ყოფილ კლუბ "კლუჟში" განათხოვრება გადაწყვიტა და არაევროკავშირელის ვაკანტური ადგილი ხავიერ სავიოლათი შეავსო.