დავით სირაძის პირველი გოლი კიშინიოვის "დაჩიას" მაისურით [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დავით სირაძე კიშინიოვის "დაჩიაში" ჩაირიცხა და გუნდში პირველი საკონტროლო შეხვედრაც ჩაატარა. მოლდოვურმა კლუბმა მოსამზადებელი ეტაპის ბოლო საწვრთნელი მატჩი "დინამო-აუტოს" 3:1 მოუგო.

სირაძე მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და მეტოქის კარში მესამე გოლი გაიტანა. მას თანაგუნდელმა ბურთი საჯარიმოში დაუგდო და 34 წლის ფორვარდმაც რთული პოზიციიდან ძლიერი დარტყმით გაიტანა.

ჯაბა დვალი ამჯერად მოედანზე არ გამოჩენილა.

"დღეში ორჯერადი ვარჯიშებია, თუმცა - ძალიან ინტენსიური და ჯანზეც მოვედი. როცა "დაჩიაში" ჩავირიცხე, გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი, ბელორუსი ოლეგ კუბარევი დაუნიშნეს.

რამდენი წელია, ვთამაშობ, მაგრამ ასეთი სერიოზული დატვირთვები
არსად მქონია და ამდენი არსად მივარჯიშია.

რაც შეეხება თამაშს, მიხარია, რომ პირველი გოლი გავიტანე. იმედია, "დაჩიას" ოფიციალურ შეხვედრებშიც დავეხმარები", - გვითხრა სირაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული