ლეგიონი: კვიპროსის თასზე ქართველების გუნდებმა მოიგეს

AutoSharing Option
კვიპროსის თასის გათამაშების მერვედფინალში წარმატებით ითამაშეს ქართველთა კლუბებმა.

"ანორთოსისმა" 2:0 მოუგო "დიგენისს" და პირველ შეხვედრაში მოპოვებული უპირატესობა (2:1) კიდევ უფრო განამტკიცა. 90 წუთი ითამაშა ირაკლი მაისურაძემ, გიორგი აბურჯანია კი მოედანზე არ გამოჩენილა.

"ომონიამ" გასვლაზე 5:0 მოუგო "აია ნაპას". ფავორიტმა პირველ შეხვედრაშიც იმარჯვა (4:0). 61 წუთი ითამაშა "ომონიას" მცველმა უჩა ლობჟანიძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული