გია გრიგალავას სკანდალურ საქმეში ნარკოტიკებიც ფიგურირებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და მახაჭყალის "ანჟის" მცველი გია გრიგალავა სკანდალში გაეხვა. მას თავისივე კლუბი აკრძალული პრეპარატების მიღებაში ადანაშაულებს.

რუსულ მედიაში აგორებულ სკანდალს "ანჟი" ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა:

"2015 წლის 4 თებერვალს რუსეთის ფედერაციის დაღესტნის რესპუბლიკის ანტინარკოტიკულ ფედერალურ სამსახურში შევიდა ანონიმური ზარი. წყარო იტყობინებოდა, რომ "ანჟი არენის" ტერიტორიაზე დაფიქსირდა ნარკოტიკების გამოყენების ფაქტი, სავარაუდოდ, "ანჟი-2"-ის ფეხბურთელების მიერ.

ბიუროს თანამშრომლები ამ ფაქტის გადამოწმების მიზნით, "ანჟი არენაზე" მოვიდნენ. მათ მთავარი მწვრთნელის, რუსლან აგალაროვის და სპორტული დირექტორის, სერგეი კორაბლევის თანდასწრებით, გაისაუბრეს ფეხბურთელებთან. ასევე, მათ ამორჩევით დაიწყეს ფეხბურთელების
სამედიცინო შემოწმება, რომელთა მიხედვითაც, ხუთი ფეხბურთელის ანალიზი საეჭვოდ ჩაითვალა.

ეჭვის დასადასტურებლად ან გასაფანტავად საჭირო გახდა ხელმეორე ექსპერტიზა. ოთხმა ფეხბურთელმა ნებაყოფლობით ჩააბარა ანალიზები. ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა კი კატეგორიული უარი განაცხადა, დატოვა ტერიტორია და არ გამოდიოდა კონტაქტზე. ეს ფეხბურთელი იყო გია გრიგალავა. 4 თებერვალს მთელი დღის განმავლობაში მასთან დაკავშირება შეუძლებელი იყო.

5 თებერვალს შედგა რესპუბლიკის ნარკოლოგიური დისპანსერის დასკვნა, რომელიც პირველი ტესტის საფუძველზე ამტკიცებს გია გრიგალავას ორგანიზმში აკრძალული პრეპარატების კვალს. თავის მხრივ, "ანჟის" ერთხელაც არ დაუდანაშაულებია გია გრიგალავა ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენებაში და სანამ ეს ოფიციალური დასკვნა გამოქვეყნდებოდა, არც საჯარო გაუხდია ეს ინფორმაცია.

მედიაში გამოქვეყნებული ვერსია, თითქოს, გია გრიგალავა "ანჟის" სთავაზობდა დამოუკიდებელ ექსპერტიზას მოსკოვში, არ შეეფერება სინამდვილეს, რადგან ექსპერტიზაზე თანხმობა მიღებულია მხოლოდ მახაჭყალაში ანალიზების ჩაბარების შემდეგ, რაზეც გრიგალავამ კატეგორიული უარი განაცხადა. სხვათა შორის, ერთ-ერთმა ფეხბურთელმა უკვე მიიღო პასუხი განმეორებითი ექსპერტიზის მერე.

"ანჟი" აცხადებს, რომ კვლავაც ჯანმრთელი ცხოვრების წესის სადარაჯოზე რჩება. სოციალურ ქსელებში გაჩნდა პროვოკაციული განცხადებები, რომლებიც არ შეეფერება სინამდვილეს. ჩვენ ჭორებს არ ავყვებით, მხოლოდ ოფიციალური ფაქტებით ვხელმძღვანელობთ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
თუ შეიძლება ჩაერიოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია? და დაეხმაროს ამ კაცს თუ მტყუანიოა აგოს პასუხი თუ არადა დავეხმაროთ.
0
ქართულ კლუბებშიც ჩაატარეთ ასეთი ტესტები. შედეგები საინტერესო იქნება, მწეველები, რომ ყველა გუნდშია ეს ცნობილი ფაქტია, სხვა გამოჩნდება.........
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული