ვაკო ყაზაიშვილის საგოლე პასით "ვიტესმა" სტუმრად "ბრედა" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
7 თებერვალს ჰოლანდიის ჩემპიონატის XXII ტურის მატჩები გაიმართა. გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის "ვიტესი" ბრედას ესტუმრა. ქართველების გუნდმა მეტოქე მინიმალური ანგარიშით 0:1 დაამარცხა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი ბერტრანდ ტრაორემ მას შემდეგ გაიტანა, რაც ყაზაიშვილის აქტიურობის შემდეგ, მეტოქე მცველის შეცდომით ისარგებლა.

ყაზაიშვილმაც და კაშიამაც შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარეს.

ამ გამარჯვების შემდეგ არნემის "ვიტესი" სატურნირო ცხრილში 31 ქულით მერვე ადგილზე აღზევდა, თუმცა ერთი საფეხურით ქვემოთ მყოფ "გრონინგენს" თამაშით ნაკლები აქვს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
თუ არ მეჩვენება მცველმა არასწორად მოარტყა ფეხი და მეორე მცველმა კიდევ ტრაორეს დაუთმო ბურთი, ალბათ მეკარის იმედად. უფრო ლაფსუსი იყო ვიდრე რაიმე კომბინაცია, მაგრამ მთავარი ისაა რომ ყაზაიშვილი ათამაშდა და ძირითადში რეგულარულად ხვდება და გოლები და პასებიც მოვა ჯერ ყველაფერი წინ ააქვს.
simartle
12:08 09-02-2015
0
მე ამას საგოლე გადაცემას ვერ დავარქმევდი,აქ ტრაორემ იმუშავა რომ ეს გადაცემა მოეპოვებინა და ნუ არქმევთ ჟურნალისტებო ყველაპერს საგოლე პასს,აი ის რაც მერებაშვილმა გააკეტა გუშინ მაგაზე შეიძლება თქვა ოსტატურად ითამაშა და გაიტანაო.
Bacho
00:46 09-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული