ჯერაც "გაგრის" მცველმა მონაწილეობა მიიღო "ჩაიკას" წინააღმდეგ გამართულ საკონტროლო შეხვედრაში (1:1). გიორგიმ 67 წუთი ითამაშა, რის შემდეგაც შეცვალეს.
ჯგერენაიას უკვე აქვს უკრაინაში თამაშის გამოცდილება. ის ცოტა ხნის წინათ ზაპოროჟიეს "მეტალურგში" ისინჯებოდა, მანამდე კი "ილიჩევეცისა" და "მიკოლაევის" ღირსებას იცავდა.
21 წლის ფეხბურთელს უთამაშია საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"