"სამსახურიდან მაძევებთ თუ ქვეყნიდანაც?" - შოთა არველაძის რეპლიკა თურქ ჟურნალისტს

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ სუპერლიგაში შოთა არველაძის "ქასიმფაშამ" ზედიზედ მესამე მატჩი წააგო. ამჯერად, მარცხი ძალზე მტკივნეული იყო - სტუმრად "მერსინთან" 2:6.

"რბილი, არააგრესიული ფეხბურთი ვითამაშეთ და "მერსინმა" ჩვენი 6 შეცდომა გოლებად აქცია. ძალიან ძნელი მარცხია და ცოტა შერცხვენილადაც ვგრძნობ თავს, რადგან ეს ჩვენი ზედიზედ მესამე წაგებაა", - განაცხადა მატჩის შემდეგ შოთა არველაძემ, რასაც ერთი რეპორტიორის რეპლიკა მოყვა.

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა "ქასიმფაშას" თავკაცს ჰკითხა, ხომ არ ფიქრობს გადადგომაზე.

"რა ხდება? მაძევებთ სამსახურიდან? თუ ქვეყნიდანაც? იცით, მე საქართველოდან ვარ, ეს არც ისე შორსაა და შემიძლია წავიდე",
- ასეთი იყო შოთა არველაძის საპასუხო რეპლიკა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
შენ თუ იცი რამე საერთოდ ამ ცხოვრებაში?
valer-s
13:54 10-02-2015
0
გეთანხმებით, შოთას მსგავსი არაფერი არ უთქვამს.
nugzar
11:11 10-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული