კვირკველიამ და კობახიძემ პრაღის "სპარტასთან" "დინამოს" ჯავრი იყარეს

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე მყოფი ყაზანის "რუბინი" ჩეხურ გრანდს, პრაღის "სპარტას" ეპაექრა და 4:2 მოუგო.

ყაზანელთა შემადგენლობაში სრულად ითამაშა საბა კვირკველიამ, ხოლო მამუკა კობახიძე 70-ე წუთზე შეცვალეს.

შეგახსენებთ, რომ ამას წინათ "სპარტა" თბილისის "დინამოს" შეხვდა და 3:1 სძლია. ამდენად, 9 თებერვალს გამართულ მატჩში გამარჯვებით კვირკველიამ და კობახიძემ ირიბად ჯავრი იყარეს თანამემამულეთა მარცხის გამო...

ბოლოს კი დავძენთ, რომ "რუბინის" მხრიდან გოლები დიადუნმა, ლივაიამ, კარადენიზმა და ოზდოევმა შეყარეს, "სპარტას" შემადგენლობაში კი თავი ჩეხეთის ნაკრების ფეხბურთელებმა - კრეიჩიმ და ლაფატამ გამოიჩინეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული