ყაზანელთა შემადგენლობაში სრულად ითამაშა საბა კვირკველიამ, ხოლო მამუკა კობახიძე 70-ე წუთზე შეცვალეს.
შეგახსენებთ, რომ ამას წინათ "სპარტა" თბილისის "დინამოს" შეხვდა და 3:1 სძლია. ამდენად, 9 თებერვალს გამართულ მატჩში გამარჯვებით კვირკველიამ და კობახიძემ ირიბად ჯავრი იყარეს თანამემამულეთა მარცხის გამო...
ბოლოს კი დავძენთ, რომ "რუბინის" მხრიდან გოლები დიადუნმა, ლივაიამ, კარადენიზმა და ოზდოევმა შეყარეს, "სპარტას" შემადგენლობაში კი თავი ჩეხეთის ნაკრების ფეხბურთელებმა - კრეიჩიმ და ლაფატამ გამოიჩინეს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური