ბუბა დაუშვილმა ლვოვის "კარპატის" საკონტროლო მატჩში ტრავმა მიიღო
AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი სერბულ "ბელგრადთან" საკონტროლო შეხვედრაში დაშავდა. მისმა "კარპატიმ" კი მატჩი ფრედ დაასრულა - 2:2.
დაუშვილი ლვოველთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ტრავმის გამო 29-ე წუთზე შეცვალეს.
ჯერჯერობით უცნობია, როდის დაუბრუნდება მინდორს 24 წლის შუახაზელი.