![](https://sportall.ge/pictures/image31/dc643dd680afb4738a4bec080dbf062c.jpg)
აღნიშნული შეხვედრა ოფი-მ ანგარიშით 2:3 წააგო. მერებაშვილმა სწორედ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, მან საჯარიმოში მეტოქის მცველები ცრუმოძრაობით მოატყუა და ახლო მანძილიდან გაიტანა.
სამ კანდიდატს შორის მკითხველებმა ქართველის გოლი დიდი უპირატესობით აირჩიეს - მერებაშვილის გოლმა ხმების 62,27% მიიღო და უახლოეს კონკურენტ დიალასს 40%-ზე მეტით აჯობა.