თემურ ქეცბაიამ ფინალი წააგო - საბერძნეთს ახალი მწვრთნელი ჰყავს

AutoSharing Option
12 თებერვალს ათენში საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის საბჭოს სხდომა გაიმართა, რომლის მთავარი საკითხიც კლაუდიო რანიერის შემცვლელის დასახელება იყო.

ბოლოს ორი კანდიდატის საქმე განიხილებოდა: საქართველოს ნაკრების ექსთავკაცი თემურ ქეცბაიასი და ურუგვაელი სერხიო მარკარიანის.

ბერძნული ფეხბურთის მამებმა საბერძნეთის ნაკრების ახალ თავკაცად სერხიო მარკარიანი დაასახელეს.

სერხიო მარკარიანი 400 ათას ევროს მიიღებს და დიდ ბონუსს, თუკი საბერძნეთის ნაკრები ევრო 2016-ზე გავა.

მიმომხილველთა თქმით, ქეცბაიას უპირატესობა ახალგაზრდული ასაკი იყო, თუმცა საბჭოს წევრების უმრავლესობამ ფარულ კენჭისყრაში ხმა 70 წლის მარკარიანს მისცა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ეს რა ხელფასია? ქეცბაია აქ ხელფასის სახით რამხელა თანხას იღებდა და კიდევ ცხვირს არ უსწორებდა არავის. იქ 2 ჯერ ნაკლებს იღებენ და კიდევ გუნდი ევროპაზე უნდა გაიყვანოს. მდაააა. საქართველოში მრწვთნელს უნდა ჰქონდეს ხელფასი 5000 ლარი თვეში მაქსიმუმ, გამომდინარე იქედან რა დღეშიც არის ჩვენი ფეხბურთი და რა დონის ფეხბურთსაც თამაშობენ ქართველები დღეს!
თენგიზ მესხიძე
13:38 13-02-2015
0
ქეცბაია დამარცხების ფორმულაა, ეს თარსი კაცი შავი კატასავით გარანტირებული წარუმატებლობისა და უიღბლობის მომტანია და მაინცდამაინც კუდიანივით კოცონზე უნდა დაწვან, ისე თავს არავის ანებებს, რა "მიორტვაია ხვატკა" აქვს?
ინკვიზიტორი
13:33 13-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული