თემურ ქეცბაიამ ფინალი წააგო - საბერძნეთს ახალი მწვრთნელი ჰყავს

AutoSharing Option
12 თებერვალს ათენში საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის საბჭოს სხდომა გაიმართა, რომლის მთავარი საკითხიც კლაუდიო რანიერის შემცვლელის დასახელება იყო.

ბოლოს ორი კანდიდატის საქმე განიხილებოდა: საქართველოს ნაკრების ექსთავკაცი თემურ ქეცბაიასი და ურუგვაელი სერხიო მარკარიანის.

ბერძნული ფეხბურთის მამებმა საბერძნეთის ნაკრების ახალ თავკაცად სერხიო მარკარიანი დაასახელეს.

სერხიო მარკარიანი 400 ათას ევროს მიიღებს და დიდ ბონუსს, თუკი საბერძნეთის ნაკრები ევრო 2016-ზე გავა.

მიმომხილველთა თქმით, ქეცბაიას უპირატესობა ახალგაზრდული ასაკი იყო, თუმცა საბჭოს წევრების უმრავლესობამ ფარულ კენჭისყრაში ხმა 70 წლის მარკარიანს მისცა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
გადარჩა საბერძნეთის ნაკრები. მივულოცოთ ბერძნებს.
kaxi
18:28 12-02-2015
0
ეჰ ქეცბაია თავის ადგილს იპოვის რომელიმე გუნდში,მაგრამ ჩვენ რა გვეშველება ჩვეეეეეენ?!
ზურა
18:30 12-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული